
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკატერინე მელექსიშვილის ხელმძღვანელობით, „გაზაფხულის კვირეული“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა კლასში „გაზაფხულის სურათი“ საკუთარი ხელით შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ასევე ჩატარდა ღონისძიება დედის დღის აღსანიშნავად. მოსწავლეებმა დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს.
იხილეთ ვიდეო: