საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
სლოგანებით - „მშვიდობა გვინდა!“, „შეაჩერეთ ომი!“ და „სოლიდარობა თანატოლებს!“ მშვიდობისმოყვარე და სიკეთით აღსავსე მოსწავლეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
ბავშვებმა უკრაინის დროშები საკუთარი ხელით დაამზადეს და ასევე, მოძმე ქვეყნის დროშის ფერებით გაფორმებული საჰაერო ბუშტების მეშვეობით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები: