ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილმა izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.