წინსვლის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
11-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია პლაკატებით, ბუშტებითა და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. გააღჟერეს უკრაინის ჰიმნიც.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203