უბისის საჯარო სკოლა უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა
11-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ მოძმე ქვეყნის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქციიდან 1000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და 4000 ლარი შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ აქციაში, რომელიც რესურცენტრისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო დაგეგმილი უბისის საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი აქტიურად მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203