
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა.
შუახევის რესურსცენტრმა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს.
აქციის მონაწილეებმა შეიძინეს მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები და სურსათი და უკრაინაში გასაგზავნად მოუყარეს თავი.
სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე ჰუმანიტარული აქციის მონაწილეებსა და შუახევის რესურსცენტრს მადლობას უხდის.