ჭარნალის საჯარო სკოლაში, პროექტის - „თავისუფალი სივრცე“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში პროექტ „თავისუფალი სივრცის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

აღნიშნული შეხვედრა სკოლის მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა. მისი მიმდინარეობისას მოსწავლეებმა განიხილეს აქტუალური თემა - ნდობა. 

შეხვედრაში  თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო. მათ თავიანთი პოზიციები მკაფიოდ დააფიქსირეს. 

ზოგადად, ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203