მახოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს
11-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწვლეებმა დედებს პატარა და ლამაზი ღონისძიებით - „სიცოცხლისთვის ჩემო დედა დღეს მადლობას გიხდი!“ 3 მარტი მიულოცეს. აღნიშნული ლამაზი ღონისძიება კლასის დამრიგებლებისა და მუსიკის მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ასევე, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა მახოს საჯარო სკოლასთან არსებულ ზანაქედის დაწყებითი სკოლის I-II-III კლასებში. პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203