შინდისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
11-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის მასწავლებლებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს და ამ ნაბიჯით მათ გვერდში დგომა დაუდასტურეს.

„შინდისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ჩვენი წვლილი შევიტანეთ უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესში. ჩვენ გადავწყვიტეთ  ჩვილ ბავშვთა კვება შეგვეძინა. ეს პატარა გოგონა კი ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის შვილია, ალექსანდრა გორბუნოვა, რომელიც დიდი მონდომებით შრომობს უკრაინელი ბავშვებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203