მანიაკეთის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
11-03-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლა, ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, რომელმაც, ხულოს რესურსცენტრთან ერთად უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. 

სკოლის წარმომადგენლებმა შეიძინეს ბავშვთა საკვები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები და სურსათი და უკრაინაში გასაგზავნად მოუყარეს თავი. 

სკოლის დირექტორი რომან საგინაძე აქციაში ჩართულ ყველა სკოლასა და ხულოს რესურსცენტრს მადლობას უხდის. 

„მადლობა თითოეულ მათგანს უკრაინელი მოქალაქეებისადმი გაწეული თანადგომისათვის. დიდი მადლობა ხულოს რესურსცენტრს ასევე ყველა საჯარო სკოლას. თანადგომა და სოლიდარობა უკრაინას!“- აღნიშნავს სკოლის დირექტორი რომან საგინაძე.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203