დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პანდემიის შესახებ საინტერესო სემინარი ჩაატარეს
11-03-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მე-7 კლასის მოსწავლეებთან, მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლებში, საინტერესო სემინარი ჩაატარეს.

სემინარს მოსწავლეები - მარიამ ლომსაძე და ლუკა ლოლაძე წარუძღვნენ.

მისი თემა შეეხებოდა კოვიდპანდემიის უარყოფით შედეგებს და მდგრადი განვითარების შემდეგ სამ მიზანს: „სიღარიბე“, „არა შიმშილს“ და „ხარისხიანი განათლება“.

აქტივობას ირინა სალამიძე ხელმძღვანელობდა. 

„სემინარმა ნაყოფიერ სამუშაო გარემოში ჩაიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203