გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსები წარმატებით გაიარეს
11-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული კურსი - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA - Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი კი გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარდა.

ცერემონიალში სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ახაშნისა და გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 სკოლების ბავშვები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203