ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთს პრეზენტაცია მიუძღვნეს
11-03-2022
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს.

პრეზენტაცია მერვე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს. მათ მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მათ ლექსებიც წაიკითხეს და პოსტერები დაამზადეს.

„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, მართალია, 1992-1993 წლებში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთმა საქართველო დაამარცხა და აფხაზეთი დაიპრყო. დღეს საქართველოს 20% აქვს რუსეთს ოკუპირებული. დრო მოვა და საქართველო ისევ დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს. დაუბრუნებს სიყვარულით, კულტურით, მეგობრობით, ახალგაზრდებით. დაიბრუნებს სისხლის ღვრის გარეშე. დღეს კი მხოლოდ ფილმებში, მხატვრულ ტექსტებში, ლექსებში შეგვიძლია აფხაზეთთან შეხება.
მოსწავლეებმა ერთი პატარა საღამო მიუძღვნეს ცრემლისოდენა აფხაზეთს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203