ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
11-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

„ევროკავშირი საქართველოსთვის“, დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA - Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით, გურჯაანის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

აღნიშნულ ცერემონიალში ახაშნის, სოფელ გურჯაანისა და გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებს სერტიფიკატები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის გადაეცათ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203