ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის პედაგოგთა საბჭომ ჯილდოზე წარადგინა
11-03-2022

სკოლის წარმატების ფორმულა მხოლოდ ის არაა, ჰყავდეს წარმატებული მასწავლებლები და ხელმძღვანელი, მიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებსაც ავალიათ მომავალი თაობების აღზრდა, თავად არ შეწყვიტონ წინსვლისკენ სწრაფვა და ამის მაგალითი გახლავთ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ტაბატაძე, რომელმაც 2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ჯილდოზე წარადგინეს.

ოფიციალური წერილი ქალბატონმა მარინემ უკვე მიიღო და მას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი სიამოვნებით, გაცნობებთ, რომ თქვენ წარდგენილი ბრძანდებით 2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ჯილდოზე, ათასობით ნომინანტს შორის, რათა გაღიაროთ საერთაშორისო პლატფორმაზე. გილოცავთ!“ - აღნიშნულია წერილში, რომლის ავტორიც ქალთა გაძლიერების საბჭო - Swarna Bharat Parivaar, მეწარმე ქალთა საერთაშორისო საბჭო - საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის (IIU),  პედაგოგთა საბჭოა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203