თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
11-03-2022
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის პრეზენტაცია მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების ნანი ჩეგიანისა და ელენა ივანოვას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს.

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს. 

პრეზენტაციის მიმდინარეობას მასწავლებელები, დირექცია და მიწვეული სტუმარი, ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ქალი რეინჯერი ლუსინე დოსტიბეგიანი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203