ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე ბედნიერების ელჩად დაასახელეს
11-03-2022

კეთილ საქმეებს განსაკუთრებული პიარი არ სჭირდება, თუმცა არიან ადამიანები, რომელთა კეთილშობილების შესახებ რაც შეიძლება ბევრმა უნდა შეიტყოს, რადგან ისინი გახლავთ საუკეთესო მაგალითი მომავალი თაობებისთვის.

ოთარ ჩხეიძის სახელობის, გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინე ტაბატაძე „ბედნიერების ფონდის“ ერთგული მეგობარია და ახლა უკვე ბედნიერების ელჩიც.

ფონდის მიზანია საქართველოში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების, ზრდასრული ადამიანებისა და ხანდაზმულების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა/გაუმჯობესება; აქტიურად მუშაობენ არაფორმალური განათლების კუთხით, იწვევენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და მათთან ერთად მართავენ ვებინარებს.

ქალბატონი მარინე ტაბატაძე კი საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობით სიკეთის მაგალითს აძლევს არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ ჩვენ, უფროსებსაც:

„უფალმა თავის ხატად და მსგავსად მოგვავლინა სამყაროს, სიყვარულით გულავსებული - სიკეთის, სიხარულისა და ბედნიერების გასამრავლებლად. „ბედნიერების ფონდი“ მეორე წელია ამ სიამოვნებით მანებივრებს. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ორმხრივი აღმოჩნდა. გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, მოვისმინე საჭირო და აქტუალური ტრენინგები, ჩემთან მოფრინდნენ ივეტა წითაშვილის „ინსპირაციული ბარათები“, გორის კეთილდღეობის ცენტრს საჩუქრად გადაეცა შშმ პირის გადასაადგილებელი პულტირებული ამწე. ძალა ერთობაშია!“ - აცხადებს ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე.





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203