ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები ღონისძიებით აღნიშნეს
11-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა დღესასწაულები აღინიშნა.
 
სკოლაში ამასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. მოსწავლეები კი მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორ ქალბატონებს და გაზაფხულის დღესასწაულებს ყველას ულოცავს.

„აქტიურად ჩართული მოსაწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნომრები. მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორ ქალბატონებს, რომლებიც სულ რამოდენიმე თვეა, რაც ჩვენ გუნდს შემოუერთდნენ და ასეთ მოკლე დროში მოახერხეს ბავშვებისა და პედაგოგების სიყვარული. მადლობა ამ დღის გალამაზებიათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203