საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველი მოსწავლეების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ხუთშაბათს, 10 მარტს სწავლების ონლაინ მოდელი მხოლოდ 1035-მა მოსწავლემ აირჩია. რაც შეეხება ონლაინიდან დასწრებით რეჟიმზე გადასვლის მაჩვენებელს, სასკოლო სივრცეს სამშაბათიდან 32 444 მოსწავლე დაუბრუნდება.
მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება ყოველ ხუთშაბათს ვებგვერდიდან -
online.emis.ge-დან შეუძლიათ.
იხილეთ:
დისტანციური სწავლის არჩევა ხუთშაბათობით შეგეძლებათ - ვადები და დეტალები