უჩხოს საჯარო სკოლის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს
10-03-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა, ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, რომელმაც ხულოს რესურსცენტრთან ერთად უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. 

სკოლის წარმომადგენლებმა საბავშვო საკვები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები და სურსათი შეიძინეს და უკრაინაში გასაგზავნად თავი მოუყარეს.

სკოლა რესურსცენტრის თანამშრომლებს აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203