„მაინც რა არის სიკეთე?“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-03-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით თემაზე - „მაინც რა არის სიკეთე? ტექსტის - „ციყვი და მგელი“ მიხედვით კომპლექსური დავალება შეასრულეს.
„ადამიანები ზოგჯერ ცუდად იქცევიან. თუმცა, ყველას შეუძლია კეთილი იყოს. გავიხსენეთ ანდაზა, -„სიკეთე მზის შუქს ჰგავს, ანათებს და ათბობსო“. კლასელებთან ერთად გაარკვიეს თუ რა იყო სიკეთე. ჩამოწერეს კეთილი საქმეების სია. შეაგროვეს და ჩაწერეს ყველა კარგი საქციელი, რომლის მომსწრენიც იყვნენ. მათი დავალება იყო ამბის გაგრძელება. კომიქსების სახით წარმოადგინეს ნამუშევრები. რა უნდა უთხრას ციყვმა გააგრძელეთ ამბავი, თქვენი აზრით გამოსწორდება თუ არა მგელი? იგავის მიხედვით იმსჯელეს თუ რა უშლის ხელს ადამიანს მხიარულებაში?“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს