დანისპარაულის საჯარო სკოლის დახმარება უკრაინელ ხალხს
10-03-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა, ერთ-ერთია, რომელმაც ხულოს რესურსცენტრთან და ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან ერთად უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. 

სკოლის წარმომადგენლებმა საბავშვო საკვები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები და სურსათი შეიძინეს და უკრაინაში გასაგზავნად თავი მოუყარეს. 

სკოლის დირექტორი ბადრი გელაძე რესურსცენტრის თანამშრომლებს აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა თითოეულ მათგანს უკრაინელი მოქალაქეებისადმი გაწეული თანადგომისათვის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203