ქედქედის საჯარო სკოლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
10-03-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება და განახლდა სამუშაოები. სკოლის შენობა მალე დასრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად, სკოლაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

უკვე აშენებულია სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 180 მოსწავლეზე.

შენობაში გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, სააქტო დარბაზი, სასადილო, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვა.

გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ახალი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება შენობის ფასადის, ინტერიერის და ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა.

მშენებლობის ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარს შეადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203