დიაკონიძეების საჯარო სკოლაში უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
10-03-2022
ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.  

ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა და სკოლებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს. დახმარების შეგროვებაში აქტიურად ჩაერთო დიაკონიძეების საჯარო სკოლაც.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო.

სკოლა რესურსცენტრის თანამშრომლებს, მეზობელი ქვეყნის - უკრაინის მოქალაქეთა თანადგომისთვის მადლობას უხდის და უხარიათ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი თვითონაც შეიტანეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203