პაპოშვილების საჯარო სკოლის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს
10-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.  

სკოლა შუახევის რესურსცენტრის ინიციატივაში ჩაერთო. სკოლაში შეკრიბეს თანხა, შეიძინეს მედიკამენტები, ჰიგიენის ნივთები, ჩვილი ბავშვის საკვები და სხვადასხვა საჭირო ნივთები. შემდეგ კი გასაგზავნად რესურსცენტრს გადასცეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203