არაშენდის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
10-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მეორეკლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ხელნაკეთი ყვავილებით მიულოცეს. პირველკლასელებმა კი პლასტელინებით თავიანთი დედები გამოძერწეს.
მოსწავლეემა ამ აქტივობებით თავიანთი ემოციები გადმოსცეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დედის დღე ყველა დედას მიულოცეს.