ახაშნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლის, ნიკა ბერულაშვილის წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაზე
10-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ნიკა ბერულაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწია. 

დისტანციური ოლიმპიადა ევროპული განათლების პროგრამა „ნაუტილუსის“ ორგანიზებით გაიმართა. ნიკა ბერულაშვილი  ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 

სკოლა მოსწავლის მიღწევებით ამაყობს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს. 

„ვულოცავთ მოსწავლე ნიკა ბერულაშვილს მათემატიკის ფინალურ ტურში საუკეთესოთა შორის მოხვედრას და წარმატებებს ვუსურვებთ! გვჯერა, რომ ნიკა თავისი მრავალმხრივი ნიჭით, მომავალში კიდევ ბევრჯერ ასახელებს სკოლას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203