ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
10-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.  

სკოლა შუახევის რესურსცენტრის ინიციატივაში ჩაერთო. შედეგად სკოლამ რესურსცენტს უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203