პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა სამნიძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა სამნიძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.