ხიჭაურის საჯარო სკოლის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს
10-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.  

სკოლა შუახევის რესურსცენტრის ინიციატივაში ჩაერთო და უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება მოამზადა. მათ ის მედიკამენტები შეიძინეს, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელი იქნებოდა.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203