კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა პსპ ფარმა დაამარცხა
26-02-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის სუპერლიგა A-ს ფარგლებში გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, პსპ ფარმას ნაკრებს დაუპირისპირდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელებისათვის შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მოთამაშეებმა მეტოქის კარის აღება მეათე წუთზე მოახერხეს და უპირატესობა მთელი თამაშის მანძილზე შეინარჩუნეს.
ზურაბ ფიჩხაძის პირველ გოლს, პსპ ფარმას კარში, 22, 31 და 34 წუთზე - გარი წერეთელის სამი გოლი მოჰყვა. მეხუთე გოლი კი ლევან ჯანხოთელმა გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 5:1 დაფიქსირდა.
მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ეს გამარჯვება - გარი წერეთელმა მოიპოვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ, გუნდს უახლოესი თამაში 11 მარტს - „აჭარასთან“ აქვს ჩანიშნული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს