თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ვიდეორგოლები ინგლისურ ენაზე ჩაწერეს
10-03-2022
თბილისის N14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს ყოველთვის ხალისით უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა 3 მარტი დედებს ინგლისურ ენაზე მიულოცეს და მისალოცი ვიდეორგოლებიც ჩაწერეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.