კერძო სკოლა „ცოდნას“ მე-4 კლასში იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გაიმართა
10-03-2022

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მე-4 კლასში იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გაიმართა. 

აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელ დარეჯან ცხომარიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „მაგდანას ლურჯას“ შესწავლის შემდეგ სასამართლო პროცესი მოაწყვეს. მათ განიხილეს მაგდანას და მის შვილებს უნდა დაბრუნებოდათ თუ არა ლურჯა.

„პროცესმა ძალიან ემოციურად ჩაიარა. მოსწავლეებმა გაითავისეს და განიცადეს ის ტკივილი, დარდი, წუხილი, შიში, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მაგდანას საწინააღმდეგოდ დამდგარ განაჩენს. ლიტერატურული სასამართლო პროცესის  მონაწილეებმა გამოამჟღავნეს ტექსტის ცოდნა, შეძლეს მოერგოთ პერსონაჟთა „ხასიათები“, გამოემჟღავნებინათ ემპათია დაჩაგრულის მიმართ“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203