„მშვიდობა უკრაინას“- თბილისის N142 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
10-03-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მშვიდობა უკრაინას  - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. მათ უკრაინული სიმღერაც შეასრულეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეოები:





მოსწავლეთა აქტივობების ამსახველი მორიგი ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203