ნადაბურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
10-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 3 და 8 მარტის დღესასწაულებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. აქტივობის ფარგლებში ნიჭიერმა ბავშვებმა შეასრულეს: ლექსები, სიმღერები და ცეკვები.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების მუსიკის პედაგოგი მარინა შველიძეა, ხოლო დამრიგებლები: ნანა ნოზაძე, მერი არევაძე და მიმოზა სიჭინავა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203