ვაშლევის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
10-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა - იუნკერები და ის გმირები, ვინც სამშობლოს კეთილდეობას თავი შესწირეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
კვირეულის ფარგლებში, საინგილოდან სტუმრები - ჰერეთის სახლის ფუძემდებელი მალხაზ ნუროშვილი და პოეტი შორენა თამაზაშვილი ონლაინ ჩაერთნენ, რომლებმაც მოსწავლეებს ოკუპაციის შესახებ დაწვრილებით უამბეს.
სლოგანით - „დიდება უკრაინას“ სკოლაში ასევე, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას.