
ძნელია უყურო ჩვენი თანატოლების თვალებზე ცრემლს, არა ომს, მშვიდობა უკრაინას - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეების გზავნილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია მშვიდობის თემაზე შესრულებული ნახატებით, უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე დააფიქსირეს. სკოლამ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ფონდში თანხაც გადაირიცხა.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
„აქცია სიმბოლურად გაიმართა ჩვენი სოფლიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ბიჭების მემორიალთან, მეგობრობის სკვერში, სოფელ იანეულში. დიდება გმირ უკრაინელ ხალხს! დიდება მშვიდობისათვის დაღუპულ გმირებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: