ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით მიულოცეს
10-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, პირველკლასელებმა პედაგოგის, მანანა გვასალიას ხელშეწყობით ქალთა საერთშორისო დღე და გაზაფხული ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება თავად სკოლის დირექტორმა, ნანა ქარციძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიჭიერმა მოსწავლეებმა საოცრად პოზიტიური გარემო და განწყობა შექმნეს.
„ქალთა დღე და გაზაფხული ისე ლამაზად მოგვილოცეს ჩვენმა პირველკლასელებმა, ისეთი საოცარი პოზიტივი მოიტანეს, გაგვითბეს გულები და სიცოცხლის მუხტი გაგვინაწილეს... მანანა (მანანა გვასალია) მასწავლებელს ყველა დეტალი ჰქონდა გათვლილი: სცენა, დეკორაციები, სადღესასწაულო მორთულობა... ემოციებს ვერ ვმალავ, მადლობა თითოეულს და განსაკუთრებით, მანანა მასწავლებელს, მადლობა მშობლებს, ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელს, ბატონ ჯამბული ქარდავას... მიყვარხართ ყველა“, - აღნიშნულია დირექტორ, ნანა ქარციძის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს