ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები როგორც ქართველ, ასევე უკრაინელ ქალებს მიულოცეს
10-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორმა, ია ხვარეშიამ, სასწავლო ნაწილმა, მირანდა ჟორჟოლაძემ და ისტორიკოსმა, სოფო ცეცხლაძემ გაზაფხულის დღესასწაულები როგორც ქართველ, ასევე უკრაინელ ქალებს მიულოცეს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის მიერ წამოწყებულ სოლიდარობის აქციაში - „გავერთიანდეთ უკრაინისათვის, სოლიდარობა უკრაინას”, ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203