რუსთავის N21 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
10-03-2022

იგეგმება რუსთავის N21 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, - აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ილია ჯალაღანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე, რუსთავის საკრებულოს წევრები და სკოლის დირექტორი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია და გასული წლის მსგავსად, წელსაც არაერთი ახალი შენობა  შეემატება სასკოლო ინფრასტრუქტურას. 2023 წლიდან საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას გაივლის ახალი სტანდარტის მიხედვით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203