ხაშურის N2 საჯარო სკოლის ექვსმა მოსწავლემ ინგლისური ენის შემსწავლელი ორწლიანი პროგრამა გაიარა
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის შემსწავლელი ორწლიანი პროგრამა გაიარეს. „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ ორგანიზაცია PH International-ისა („პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“) და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასში სკოლის შემდეგი 6 მოსწავლე მონაწილეობდა:
- მარიამ რიკაძე;
- თათია მახათაძე;
- ნუცა მოძმანაშვილი;
- ლენკა ოგანესიანი;
- მარიამ ღამბაშიძე;
- ანი ბაიდაური.