ბორბალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს ნამუშევრები მიუძღვნეს
10-03-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ქალებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
მოსწავლეებმა დედის დღისა და ქალთა დღის შესახებ ნახატები დახატეს. შემდეგ კი საზოგადოებას ვიდეოს სახით გააცნეს. მათ თავიანთი ემოციები გამოხატეს და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
„ყველას გილოცავთ დედის და ქალთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას“,- წერს სკოლა.