„არა ომს!“ - საგურამოს საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
10-03-2022

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.  

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებელის, შორენა თუთბერიძის ხელმძღვანელობით, დახატეს საქართველოსა და უკრაინის დროშიები. შემდეგ კლასში ორივე ქვეყნის ჰიმნი გააჟღერეს. შეგროვდა ჰუმნიტარული დახმარებაც, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება. 

„არა ომს! მშვიდობა მსოფლიოს!“ - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის გზავნილი. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203