„ცნობილი ადამიანები წარსულიდან“- ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ​პროექტ-გაკვეთილი
10-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-6 კლასში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო ცნობილი ადამინები წარსულიდან. 

მოსწავლეებმა თემის გარშემო ჯგუფურად იმუშავეს, მოიძიეს ინფორმაცია, პრეზენტაცია ააწყვეს და პოსტერი შექმნეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მოსწავლეებმა ისწავლეს ერთი საგნის/თემის დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთთან. (ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ბუნებისმეტყვრლებასთან ა .შ.) ამ სახით გაკვეთილების ჩატარებამ ხელი შეუწყო ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას-საგანთაშორის ტრანსფერს. ვფიქრობ, ამ სახით ჩატარებული გაკვეთილები შეჯამების ეტაპზე ნამდვილად მნიშვნელოვანია და ავითარებ სხვადასხვა უნარებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203