
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ბულინგი ლიტერატურასა და ცხოვრებაში“ განახორციელეს.
მეშვიდეკლასელებმა პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს, მათ შორის პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს.
მოსწავლეები პროექტში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეები გმობენ ჩაგვრასა და ძალადობას.
იხილეთ ფოტოები: