ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-6 კლასში დედის დღესთან დაკავშირებით ინგლისურენოვანი პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ინგლისურად მიულოცეს. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა პოსტერები და მისალოცი ბარათები ინგლისურ ენაზე შექმნეს. შემდეგ თავიანთი სიტყვები წაიკითხეს და ვიდეოზე აღბეჭდეს.
მათ თავიანთი ემოციები ამ გზით გამოხატეს. აქტივობაში მოსწავლეები დიდი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ 3 მარტი ყველა დედას მიულოცეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: