
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
„ჩვენ მშვიდობა გვსურს“ - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით, ბუშტებითა და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.