ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„სოლიდარობა უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს!“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. მათ შორის ცოტნე ლოლაძემ საკუთარი დამოკიდებულება და ემოციები ნამუშევრებით გამოხატა.
მოსწავლეები და მასწავლებლები უკრაინელი ხალხის დასახმარებლადაც გაერთიანდნენ. მათი შემოწირულობებით უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
იხილეთ ფოტოები: