დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
10-03-2022
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მზია მეშველიანის ხელმძღვანელობით, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

უკრაინის დროშები და მხარდამჭერი პლაკატები დაამზადეს და ამ გზით მეგობარი ქვეყნის თანატოლების მიმართ თანადგომა გამოხატეს.

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინას მშვიდობას უსურვებენ. 

„განვიცდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ჩვენი მცირედი აქტივობით სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე უკრაინელ თანატოლებს, ვუსურვებთ მშვიდობას“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203