თბილისის N143 საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი იქმნება
10-03-2022

თბილისის N143 საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი იქმნება.

აღნიშნულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნას, რაც ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებასა და განათლების მიღებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში სკოლას გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ.

სკოლაში AI კლუბი 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, კვირაში ერთხელ იქნება შეხვედრა კლუბის წევრებთან.

კლუბს სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ციკო ჯამასპიშვილი უხელმძღვანელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203